ჯანო ანანიძე: “ახლა ჩემს მომავალს მხოლოდ “სპარტაკში” ვხედავ”
რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მოსკოვის “სპარტაკმა” ჩემპიონობა გაინაღდა. შექმნილი შთაბეჭდილებების შესახებ მოსკოველთა ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ისაუბრა.
“თითქის ათი წელია “სპარტაკში” ვარ და ამ ხნის განმავლობაში თასი არ მომიგია. რთული იყო. ახლა ძალიან გახარებული ვარ. იმედია, რომ “სპარტაკის” შემადგენლობაში ჩემთვის ეს ბოლო ტიტული არ იქნება. მიხარია და ქომაგებს ვულოცავ. 16 წლის შემდეგ ჩვენ ეს შევძელით! მოხარული ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ და “სპარტაკს” დიდი ხნის ნანატრ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე დავეხმარე.
ახლა ჩემს მომავალს მხოლოდ “სპარტაკში” ვხედავ. მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ და ვფიქრობ, რომ ევროპაში წასვლას არცერთი “სპარტაკელი” არ მოისურვებს, მათ შორის არც პრომესი”, – ციტირებს ანანიძის სიტყვებს “მატჩ ტევე”.