ჯანო ანანიძე: “ჩავთვალე, რომ ეს უნდა მეთქვა…”

თარიღი: თებერვალი 26, 2019

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “კრილია სოვეტოვის” ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა

“მოგესალმებით ყველას. ჩავთვალე, რომ ეს უნდა მეთქვა.

ახლოვდება ახალი საფეხბურთო სეზონი. სანაკრებო თამაშები ახლოვდება, ჩემი ოფიციალური დებიუტიც ახალ კლუბში. სულ ცოტა დარჩა და იმ ტანჯვას, რაც გადავიტანე შედეგი უნდა მოჰყვეს. საკმაოდ დიდი დრო გამიცდა ტრავმების გამო. ვერ ვითამაშე ნაკრების შემადგენლობაშიც და კიდევ ერთხელ მინდა ნაკრებს ის მნიშვნელოვანი წარმატება მივულოცო, რომელსაც ეროვნულმა გუნდმა მიაღწია. იმედია, მომდევნო შესარჩევ ციკლშიც შევძლებ ნაკრების გამარჯვებებში ჩემი წვლილის შეტანას.

იმ რთული პერიოდის მანძილზე, რომელიც გამიცდა, ბევრისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა და გვერდში დგომა ვიგრძენი, რისთვისაც ყველას მადლობას გიხდით. ამ ხნის მანძილზე ჩემთვის ბევრს მოუმართავს თხოვნით და მეც ბევრისთვის მითხოვია დახმარებაც, კონსულტაციაც და რჩევაც. თუმცა, მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნებისმიერ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ჩემს უახლოეს ადამიანებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვიღებ. ბევრ საკითხს თავად ვწყვეტ, ინდივიდუალურად, ისე, როგორც მე მიმაჩნია სწორად და ჩემი თხოვნა იქნება, რომ თუკი აქამდე ვინმესთვის გარკვეული კითხვით, თხოვნით ან უმნიშვნელო დახმარებისთვის მომიმართავს, ნურავინ ჩათვლით, რომ ან დამოკიდებული ვარ თქვენზე, ან რომელიმეს გარეშე რაიმე პრობლემის გადაჭრა შეუძლებლად მიმაჩნია.

დღეს ჩემი მთავარი საფიქრალი მოახლოებული ახალი საფეხბურთო სეზონი და სანაკრებო თამაშებია, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენგან გვერდში დგომას და მხარდაჭერას ისევ ვიგრძნობ.

ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის”, – ვკითხულობთ ანანიძის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“თელავი” გიორგი მიქაძემ ჩაიბარა

საფეხბურთო გუნდ “თელავს” 41 წლის სპეციალისტი, გიორგი მიქაძე გაწვრთნის. “გიორგი მიქაძე 1980 წლის 21 მარტს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარტინ გარიქსმა ევროპის ჩემპიონატის ჰიმნი წარადგინა (ვიდეო)

ნიდერლანდელმა დიჯეიმ, მარტინ გარიქსმა, Bono & The Edge-თან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი ევროპის ჩემპიონატის ჰიმნი წარადგინა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუმენიგე: “ვინ ყიდის ფეხბურთელს, რომელსაც წელიწადში 60 გოლი გააქვს?”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით გააკეთა კომენტა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპმა მანეს საქციელზე კომენტარი გააკეთა

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე...
წაკითხვა
ფეხბურთი

სადიო მანემ იურგენ კლოპს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)

13 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპული” სტუმრად “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა და 4:2 გაიმარჯვა. მატჩის დასრულების ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო

თბილისის “დინამოს” ახალწვეულმა, ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო და გაურკვეველი დროით იუქმებს. ჯანომ 8 მაისს სადებიუტო […]...
წაკითხვა
ბლოგი

ადრიანოს ისტორია (I ნაწილი)

ბრაზილიის ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ყოფილმა თავდამსხმელმა ადრიანომ ერთსაათიანი ვიდეომონოლოგი ჩაწერა, რომელშიც განვლილი ცხოვრებისა და ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანუს დედა: “ვეცდები, რონალდუ “სპორტინგში” ტრანსფერზე დავითანხმო

პორტუგალიურ პრესაში კრიშტიანუ რონალდუს დედის, დოლორეშ ავეირუს, საინტერესო განცხადება ვრცელდება “იუვენტუსის” ლიდერის მომავალთან დაკავშირები...
წაკითხვა
ფეხბურთი

გორეტცკა: “ფეხბურთელები თამაშით უნდა განვსაჯოთ და არა სექსუალური ორიენტაციით”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა, ლეონ გორეტცკამ, ჟურნალ Playboy-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფეხბურთში ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებულ საკი...
წაკითხვა
ფეხბურთი

გურამ კაშია სინოფარმით აიცრა (ფოტო)

თბილისის “ლოკომოტივისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გურამ კაშია კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სინოფარმით აიცრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბილეთი 800 ლარად – “ბათუმი არენაზე” ადგილები წამებში იყიდება

16 მაისს ბათუმის “დინამო” ეროვნული ლიგის მე-14 ტურში “საბურთალოს” მიიღებს. ბილეთების გაყიდვა დაწყებულია და უკვე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დაძაბულობა “რეალში” – ზიდანმა მარსელო განაცხადში არ შეიყვანა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა მარსელონა “გრანადასთან” მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. Goal.Com-ის ინფო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ასე აღარასოდეს მოიქცე!” – კონტესა და ლაუტაროს შელაპარაკება “რომას

12 მაისს, იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში “ინტერმა” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და 3:1 გაიმარჯვა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ფორბსმა” მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენი დაასახელა

მიუხედავად იმისა, რომ კონორ მაკგრეგორმა 2020 წელს მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა, ის ჟურნალმა “ფორბსმა” მსოფლიოს […]...
წაკითხვა