ჯანო ანანიძე: “ჩემი ტრანსფერით “არსენალი” და “ვალენსია” ინტერესდებოდნენ”
მოსკოვის “სპარტაკის” ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელიც ამჟამად “კრილია სოვეტოვში” გახლავთ განათხოვრებული, აცხადებს, რომ მის მიმართ ინტერესს რამდენიმე ევროპული კლუბი ამჟღავნებდა.
“სხვა ქვეყნებიდან ინტერესი ჩემ მიმართ ცალსახა იყო. ახლახან გავარკვიე, რომ “არსენალს” სურდა ჩემი ტრანსფერი, თუმცა ამის შესახებ არც კი უთქვამთ ჩემთვის.
ასევე გამოვყოფდი ინტერესს “ვალენსიას” მხრიდანაც, რომელი სილვასთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მაგრამ “სპარტაკში” გადაწყვიტეს, რომ არ უნდა წავსულიყავი და მეც დავეთანხმე 18-19 წლის ასაკში.
საქმე ფულში ნამდვილად არ არის. თუ ვინმე ფიქრობს, რომ “სპარტაკში” ამის გამო ვარ, ეს მტკნარი სიცრუეა. ჩემთვის მთავარი თამაშია. მზად ვიყავი ხელფასის 40 პროცენტზე მეთქვა უარი სლუცკის “ვიტესში” თამაშისთვის,” – აცხადებს ჯანო ანანიძე.