ჯანო ანანიძე FIFA 11-ში ნეიმარსა და კოუტინიოს სჯობდა!
საფეხბურთო სააგენტომ FiFA 11-ის ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელები გაიხსენა, რომელსაც პოპულარული თამაშის მიხედვით, განვითარების ყველაზე დიდი პოტენციალი ჰქონდათ.
“პსჟ”-ს ბრაზილიელ ლიდერ ნეიმარს პოტენციალის გრაფაში 88 ეწერა, “რეალის” ბელგიელ შემტევ ედენ აზარს 91, “ინტერის” ორ ფეხბურთელს, რომელუ ლუკაკუსა და კრისტიან ერიქსენს 88-88, ასევე, 88 ქულა ჰქონდა “ბარსელონას” ბოიან კრიჩს და ჯეკ უილშირს. შემდეგ კი საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოდიოდა – 87 პოტენციალით. ჯანო ბრაზილიელ ფილიპე კოუტინიოს უსწრებდა – 86.
FIFA 11-ში ჯანო განსაკუთრებით მოედნის ხედვაში, ბურთის კონტროლში, მოკლე პასებსა და სპრინტში გამოირჩეოდა. მაგალითად, ჩაწოდების კუთხით ანანიძეს ნეიმარზე უკეთესი მონაცემები ჰქონდა – 74 > 73.
ქართველი დანიელ კრისტიან ერიქსენს თითქმის ყველაფერში სჯობდა, მათ შორის, მოედნის ხედვაში, მოკლე პასებში, ფიზიკურ ბალანსსა და გამძლეობაშიც კი.