ჯანო ანანიძე ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს აგრძელებს
მოსკოვის „სპარტაკის“ მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრი ალენიჩევმა „ტერეკთან“ რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩისთვის 16 ფეხბურთელი გამოიძახა.
გამოძახებულთა შორის კვლავ არაა ქართველი ჯანო ანანიძე, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსის გალას აგრძელებს. როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრების მოთამაშე „სპარტაკის“ ბაზაზე სხვა ტრავმირებულ თანაგუნდელებთან ერთად ინდივიდუალური პროგრამით მუშაობს.
ცნობისთვის, ბოლოს ჯანომ შოტლანდიის ნაკრებთან მატჩში ითამაშა.