ჯანო ანანიძე რომის კლინიკას ემშვიდობება და მოსკოვში ბრუნდება (ფოტო)
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ პროფესორ პიერ-პაოლო მარიანისთან ფოტო გადაიღო. ეს ის ექიმია, რომელმაც ქართველ ფეხბურთელს 28 მარტს, რომში მდებარე კლინიკა “ვილა სტიუარტში” ოპერაცია გაუკეთა. ფოტო კლინიკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ანანიძემ იტალიელ მედიკოსს სამახსოვროდ საკუთარი ფორმა გადასცა.
პიერ-პაოლო მარიანი საფეხბურთო წრეებში საკმაოდ ცნობილი ექიმია. მისი დახმარება არაერთ ცნობილ ფეხბურთელს დასჭირვებია, მათ შორის თავის დროზე იყო ფრანჩესკო ტოტიც.
ჯანო ანანიძე მოსკოვში დაბრუნდება და სარეაბილიტაციო კურსს უკვე კლუბში გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელი აღდგენით პროცესს ამ დრომდე იტალიის დედაქალაქში გადიოდა.
შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე 24 მარტს ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის (4:0) მიმდინარეობისას დაშავდა. ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა.