ჯანო ანანიძე: “ვიცი, რომ 8 ოქტომბერს ჩვენთვის დიდი გამარჯვებისა და ბედნიერების დღე იქნება”

თარიღი: ოქტომბერი 7, 2020

ქართველმა ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს ბელარუსის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ მიმართა.

გთავაზობთ ანანიძის განცხადებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“8 ოქტომბერი ნებისმიერი ჩვენგანისათვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ბელარუსთან გასამართ დაპირისპირებას უკვე დიდი ხანია ველით ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მხარს ვერ დაუჭერს ის ხალხი, რომელსაც ყველაზე მეტად ახარებს ნაკრების გამარჯვება და წარმატება. თუმცა მთავარი ის არის, რომ ნაკრები სრულად შეიკრიბა და ბიჭებიც ჯანმრთელად არიან და ემზადებიან ამ უმნიშვნელოვანესი თამაშისათვის.

ზუსტად ვიცი, როგორი განწყობა და შემართებაა საქართველოს ნაკრებში და ისიც ვიცი, რაოდენ დიდია თითოეული ქართველი ფეხბურთელის პასუხიმსგებლობა მოახლოებული თამაშის წინ, რადგან მეც ამ პროცესის და ამ მატჩის მოლოდინის უშუალო მონაწილე ვიყავი და რომ არა ეს დაუსრულებელი ტრავმა, რომელიც ვერაფრით ვერ მოვირჩინე ამ დრომდე, მეც ისეთივე შემართებითა და ძალების სრული მობილიზებით ვიქნებოდი ჩართული, ჩემი კარიერის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშისათვის მოსამზადებელ პროცესში.

ვიქნებოდი იქ, სადაც არიან ქართველი ფეხბურთელები. ის ვიჭები, ვისთან ერთადაც პირადად მეც ძალიან მძიმე და რთული გზა გავიარე. იმ ბიჭებთან ერთად, რომლებიც ზუსტად ვიცი, რომ 8 ოქტომბერს გავლენ ეროვნულ სტადიონზე და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ბელარუსი დაამარცხონ.

ზუსტად ვიცი, რომ თითოეული მათგანი, კარიერის საუკეთესო თამაშს ითამაშებს და შეძლებს იმ ოცნებასთან კიდევ უფრო მიახლოებას, რომლისკენაც ამდენი ხანია ყველა ერთად მივდივართ. ეს შემადგენლობა იმსახურებს იმას, რომ მიაღწიოს ისტორიულ წარმატებას და გაახაროს ქართველი გულშემატკივარი, თუმცა ამისათვის ჯერ ბელორუსის ნაკრებია დასამარცხებელი და ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც მოხდება.

წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს და იმ ბიჭებს, რომლებიც 8-ში მინდორზე გავლენ და ყველაფერს გააკეთებენ ქართველების გასახარებლად. წარმატებას ვუსურვებ იმ გუნდს, რომლის მაისურითაც უამრავი სიხარული და ბედნიერება მაქვს მიღებული.

ძალიან ვწუხვარ, რომ არ მომეცა საშუალება მინდორზე მათთან ერთად დავხარჯულიყავი და ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში.

ვწუხვარ, რომ ასე აეწყო ჩემი კარიერა, თუცმა ზუსტად ვიცი, რომ 8 ოქტომბერს ჩვენთვის დიდი გამარჯვებისა და ბედნიერების დღე იქნება. ჩვენ ვიმსახურებთ ამ ბედნიერებას!” – ვკითხულობთ ჯანო ანანიძის განცხადებაში.

View this post on Instagram

@jano_ananidze_7 ❤️🇬🇪

A post shared by Georgia • GFF (@georgiagff) on

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ოფიციალურად: “შეფილდ იუნაიტდი” პრემიერ ლიგიდან გავარდა

პრემიერ ლიგის შაბათი სათამაშო დღე “ვულერჰემპტონისა” და “შეფილდ იუნაიტედის” დაპირისპირებამ დახურა. “ვულვზმა” მეტოქე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” კოპა დელ რეის გამარჯვებულია (ვიდეო)

17 აპრილს კოპა დელ რეის 2020/2021 წლების სეზონის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა “ესტადიო დე ლა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იაია ტურე: “მინდა “ბარსელონაში” მწვრთნელად ვიმუშავო”

კატალონიის “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ნახევარმცველმა, იაია ტურემ, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ “ბლაუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსი” თასის ფინალში გავიდა, ტუხელმა გვარდიოლა პირველად დაამარცხა (ვიდეო)

17 აპრილს ინგლისის თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართა ლონდონის “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” შორის. ლონდონურ-მანჩ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰანსი ფლიკმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, ჰანს-დიტერ ფლიკი, უცხოურ პრესაში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც იცით, რა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანტონეტი: “მიქაუტაძე “მეცში” დაბრუნდება”

ფრანგული “მეცის” მთავარმა მწვრთნელმა, ფრედერიკ ანტონეტიმ გიორგი მიქაუტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ქართველი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაფაელ ვარანი, შესაძლოა, პრემიერ ლიგაში ვიხილოთ

მადრიდის “რეალის” ფრანგი მცველის, რაფაელ ვარანის, ტრანსფერით ამჟამად ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები გახლავთ დაინტერესებულნი....
წაკითხვა
ფეხბურთი

ფლიკი: “ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ საშინლად მძინავს”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ მისთვის ჩემპიონთა ლიგიან გავარდნა რთული [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავიდ ალაბა “რეალში” გადავა

ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, რომ მიუნხენის “ბაიერნი” და მადრიდის “რეალი” დავიდ ალაბას ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაურისიო პოჩეტინომ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” შეაფასა

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარამა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის მეტოქე “მანჩესტერ სიტი” შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიგუ: “მესი თუ რონალდუ? რთულია ტრიუფელი ხიზილალას შეადარო”

“ბარელონასა” და “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა, ლუიშ ფიგუმ, პრესასთან საუბრისას ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბელინგემის ტრანსფერით ინგლისური გრანდები დაინტერესდნენ

დორტმუნდის “ბორუსიას” 17 წლის ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა, უკვე მიიპყრო ინგლისური გრანდების ყურადღება. Eurosport-ის ინფორმაციით, ინგლის...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუსი მწვრთნელი: “ორივე ტყვიას ამ მსაჯს ვესროდი” (ვიდეო)

რუსეთის სტუდენტური საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელ ვიქტორ ზუბჩენკოს დისკვალიფიკაცია ელის. ამის მიზეზი მის მიერ […]...
წაკითხვა