ჯანო ანანიძემ, შესაძლოა, კარიერა თურქეთში გააგრძელოს
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე, შესაძლოა, უახლოეს მომავალში თურქული კლუბის ღირსების დამცველად მოგვევლინოს.
როგორც ცნობილი ხდება, 27 წლის ჯანოს ტრანსფერის “დენიზლისპორის” ხელმძღვანელები არიან დაინტერესებულები. მოლაპარაკებები ფეხბურთელის არენდის წესით აყვანაზე მიმდინარეობს.
პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს ჯანოს ხელფასი – ქართველი ფეხბურთელი წელიწადში მოსკოვური კლუბისგან 1.7 მილიონ ევროს იღებს ხელფასის სახით. მხარეები თანახმანი არიან, რომ არენდის განმავლობაში ხელფასი თანაბრად გადაუხადონ.
“ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი გაირკვევა. ჩვენ ყველანაირ ვარიანტს განვიხილავთ, თუმცა ამ დროისთვის კონკრეტულ ვერაფერს გეტყვით,” – აცხადებს ჯანოს აგენტი თეიმურაზ ლეფსაია.
შეგახსენებთ, რომ ანანიძე “სპარტაკის” ღირსებას 2009 წლიდან იცავს, მიმდინარე სეზონში კი რუსეთის პრემიერ ლიგის მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.