ჯანო ანანიძის გუნდის კიდევ ორი მეტოქის ვინაობა გაირკვა
ჯანო ანანიძის მოსკოვის „სპარტაკი“ ამჟამად ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდი შვეიცარიაში იმყოფება, სადაც შეკრებას გადის.
დღეს შვეიცარიაში მოსკოველთა კიდევ ორი მეტოქის ვინაობა გიარკვა. სამ ივლისს „სპარტაკი“ შვეიცარულ „ლუცერნს“ შეხვდება, ხოლო შვიდ ივლისს დიმიტრი ალენიჩევის გუნდის მეტოქე „ფრაიბურგი“ იქნება, რომელმაც განვილილი სეზონი გერმანულ პირველ ბუნდესლიგაში ჩაატარა.
ცნობისთვის, შეკრებაზე პირველ საკონტროლო მატჩს „სპარტაკი“ ხვალ გამართავს. „წითელ-თეთრების“ მეტოქე ავსტრიული „დორნბირნი“ იქნება.