ჯანო ანანიძის გუნდმა მეტოქე ანგარიშით 12:0 დაამარცხა
ავსტრიაში შეკრებაზე მყოფმა მოსკოვის „სპარტაკმა“ გუშინ პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. დიმიტრი ალენიჩევის გუნდის მეტოქე ავსტრიული „დორნბირნი“ იყო, რომელიც ქვენის ერთ-ერთი დაბალი დივიზიონის წევრია.
პირველ ტაიმში მოსკოველებმა 4 გოლი გაიტანეს, 25-ე წუთზე კი ავსტრიელები კაცნაკლულნი დარჩნენ. შესვენების შემდეგ ალენიჩევმა ერთდროულად 10 ცვლილება გამოიყენა და მოედანზე მხოლოდ პაველ იაკოვლევი დარჩა, შეცვლილ ფეხბურთელებს შორის, შესაბამისად, ჯანო ანანიძეც იყო, რომელმაც პირველი 45 წუთში ითამაშა.
შემდეგ მატჩს „სპარტაკი“ შვიდ ივლისს, შვეიცარულ „ლუცერნთან“ გამართავს.
„დორნბირდნი“ – „სპარტაკი“ – 0:12
გოლები: დავიდოვი, 23, 32′, შიროკოვი, 38′, იაკოვლევი 40′, პრომესი 51′, 52′, 67′, 70′, კროტოვი 53′, 85′, პოპოვი 56′, რომულო 87′