ჯანო ანანიძის საჩუქარი საქართველოს ქალთა ნაკრების ფეხბურთელებს (ფოტო)
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების წევრმა, ნინო სუთიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ჯანო ანანიძეს საჩუქრისათვის მადლობა გადაუხადა.
გთავაზობთ სუთიძის განცხადებას:
“ადამიანებს ხშირად უნდა შევახსენოთ პოზიტიური ამბები და მეც პატარა ისტორიას მოგიყვებით.
ჯანო, ერთი წლის უკან გავიცანი როცა ჩვენს ფეხბურთელ ნინის ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.
მან ”პირველი ეტაპი” სრულოად დაუფინანსა და დრო და დრო სულ მეხმიანებოდა ნინის ამბებით გასაგებად.
ავტომატურად ჩვენი, ქალთა ნაკრებითაც ინტერესდებოდა ხოლმე.
კეთილი ნებით მან საჩუქრად საკუთარი ბუცები გამომიგზავნა და მითხრა: “ვისაც ჩათვლი საჭიროდ რომ დახმარება სჭირდება დაეხმარეო.”
შეიძლება მისთვის ეს ბუცები არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ იშვიათია ადამიანი უანგაროდ გეხმარებოდეს და შენგან არაფერს ელოდეს.
პირველად არის ჩემს გარშემო ასეთი ისტორია და მიხარია რომ პირადად მე შემემთხვა, რადგან მაქვს საშუალება გავასაჯაროო თემა, რაც ნამდვილად სათქმელია საზოგადოებაში.
ყველაფრისთვის მადლობა, ჯანო!” – წერს ნინო სუთიძე.