მასკერანო განაცხადში ვერ მოხვდა
დღეს, კატალონიის ”ბარსელონა” ”კამპ ნოუზე” მე-12 ტურის შეხვედრას გამართავს. ”ლურჯ-ბროწეულისფერები” საკუთარ კედლებში ”სევილიას” მიიღებენ. მატჩამდე ლუის ენრიკემ გამოქვეყნა განაცხადი.
ყურადღება მისაქცევია ერთი ფაქტი. ლუის ენრიკემ განაცხადის მიღმა დატოვა ხავიერ მასკერანო. ამ თემაზე პრესისთვის კომენტარი არავის გაუკეთებია.
გუნდს ასევე დღევანდელ შეხვედრაში ვერ დაეხმარებიამ: მასიპი, მონტოია, დუგლასი, ვერმაელენი და ინიესტა.
სრული განაცხადი: ტერ შტეგენი, ბრავო, პიკე, ბარტრა, ალბა, ალვეში, ადრიანო, მატიე, რაფინია, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ჩავი, სერხი რობერტო, პედრო, მუნირი, სუარესი, მესი და ნეიმარი.