ჯეიმი კარაგერი: “რეშფორდმა “მანჩესტერ იუნაიტედი” უნდა დატოვოს”

მერსესაიდული “ლივერპულის” ლეგენდა ჯეიმი კარაგერი თვლის, რომ თუ მარკუს რეშფორდს დიდ ფეხბურთელობაზე აქვს პრეტენზია, “მანჩესტერ იუნაიტედი” უნდა დატოვოს. მიზეზად კი უთამაშებლობა მოჰყავს – მიმდინარე სეზონში ინგლისელ შემტევს არცერთი მატჩი არ დაუწყია ძირითადიდან.
“რომელუ ლუკაკუ მარკუს რეშფორდზე წინ დგას და ვერ ვხედავ ვერანაირ ნიშანს, რომ მომავალში ეს ყველაფერი შეიცვალოს. გაიხსენეთ, ლუკაკუს საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად “ევერტონში” მოუწია გადასვლა, სადაც საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
სავარაუდოდ, “ევერტონი” სწორედ ის კლუბია, რომელიც რეშფორდს სჭირდება – ზუსტად დიდი ექვსეულის უკან. აქ მას თამაშისა და ძალების გამოცდის შანსი ექნება, როგორც ლუკაკუს ჰქონდა.
თუ რეგულარულად გსურს ამ პოზიციაზე თამაში, საუკეთესო დონეზე უნდა იდგე. ამისთვის კი მან “მანჩესტერ იუნაიტედი” უნდა დატოვოს,” – აცხადებს კარაგერი.