ჯეიმი ვარდიმ და გარი კეჰილმა სანაკრებო კარიერა დაასრულეს

თარიღი: აგვისტო 28, 2018

ჯეიმი ვარდიმ და გარი კეჰილმა სანაკრებო კარიერა დაასრულეს. ორივე ფეხბურთელმა ნაკრების მწვრთნელს, გარეტ საუთგეიტს გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

“ამაზე დიდი ხანი ვფიქრობდი. ახალგაზრდა აღარ ვარ. გარეტ საუთგეიტს ვესაუბრე და ჯობს, ჩემი ადგილი ახალგაზრდა მოთამაშეებს დავუთმო”, – ციტირებს ვარდის სიტყვებს “გარდიანი”.

გარი კეჰილს ინგლისის ნაკრებში 2010 წლიდან იძახებდნენ, ხოლო ჯეიმი ვარდი ნაკრების წევრი 2015 წელს გახდა.

მსგავსი სიახლეები