ჯეიმს მილნერი: “პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ”
“ლივერპულსა” და “საუთჰემპტონს” შორის ფრედ დასრულებულ (0:0) მატჩში გაფუჭებული პენალტის ავტორმა, ჯეიმს მილნერმა პრესასთან ისაუბრა.
“ძალიან საწყენია. რა თქმა უნდა, ჩემი ბრალია პენალტის გატანა რომ ვერ შევძელი და შესაბამისად ისიც, რომ გუნდმა სამი ქულა ვერ მოიპოვა. ამას უნდა შევეგუო. ფრეიზერი უმაღლესი დონის მეკარეა, მაგრამ ასეთი შანსები უნდა გამოიყენ.
თერთმეტმეტრიანი უდიდესი შანსი იყო ჩვენთვის, თუმცა ის ვერ გამოვიყენეთ. პასუხისმგებლობას სრულიად საკუთარ თავზე ვიღებ.
ისღა დაგვრჩენია, დარჩენილი ორი მატჩი მოვიგოთ და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,” – აცხადებს ჯეიმს მილნერი.