ჯეიმს მილნერის კომენტარი “რომასთან” მატჩის შემდეგ
დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში რომის “რომა” მერსესაიდის “ლივერპულს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 4-2 დაამარცხა. თუმცა, ორი მატჩის ჯამში – 7-6 ინგლისელთა სასარგებლოდ და ფინალში სწორედ იურგენ კლოპის გუნდი გავიდა.
დაპირისპირების შემდეგ “ლივერპულის” ფეხბურთელმა, ჯეიმს მილნერმა კომენტარი გააკეთა.
“არ მესმის, რატომ მოხდა ბოლოსკენ ასე. ვიცით, რომ საქმის კეთება უკეთესად გვმართებს. აუცილებელია, ასეთი მატჩებიდან შეცდომებზე ვისწავლოთ. ავტოგოლი ძალიან სასაცილო იყო. თუმცა, მთლინი დუელი რომ შევაფასოთ, კარგად ვითამაშეთ. დღეს, მთავარი მიზანი ფინალში გასვლა იყო და ამას მივაღწიეთ იმით, რომ ძალიან კარგი გუნდები გამოვთიშეთ ასპარეზობას,” – ამბობს მილნერი.