ჯეიმსი: „მეხუთე მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ“
ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ სურს, „მაიამი ჰიტი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში პირველი გუნდი გახდეს, რომელიც ფინალურ სერიაში ანგარიშით 1:3 დამარცხების შემდეგ „ქამბექის“ გაკეთებას შეძლებს.
„რატომაც არა? ოდესმე ეს უდნა მოხდეს. რა თქმა უნდა, ბოლო ორი საჩემპიონო ტიტული მოტივაციას გვმატებს. დღევანდელი დღით უნდა ვცხოვრობდეთ. არ შემიძლია იმის შეცვლა, რაც უკვე მოხდა, მაგრამ შემიძლია მომავალზე მოვახდინო ზეგავლენა.
ჩვენ ერთი მატჩი უნდა მოვიგოთ. ეს ყველაფერია, რაზეც ახლა უნდა ვიფიქროთ. არ ღირს ფიქრი მეშვიდე ან რომელიე სხვა თამაშზე, რადგან თუ წავაგებთ, სეზონი დასრულდება“, – განუცხადა ლებრონმა „იაჰუ სპროტსს“.
შეგახსენებთ, რომ „სან-ანტონიო სპურსისა“ და „მაიამი ჰიტის“ ფინალური სერიის მეხუთე მატჩი დღეს, თბილისის ღამის ოთხ საათზე დაიწყება.
ალექსანდრე მატევოსოვი