ჯეკო იტალიაზე ფიქრობს

თარიღი: მაისი 27, 2014

“მანჩესტერ სიტის” ფორვარდი ედინ ჯეკო ამ ეტაპზე კლუბის გამოცვლას არ აპირებს, თუმცა მომავალში იტალიასი გადაბარგებას არ გამორიცხავს.

“ბავშვობაში სერია ა ძალიან მომწონდა. “მილანს” აქტიურად ვგულშემატკივრობდი. იმ პერიოდში იტალიაში საუკეთესო მოთამაშეები ასპარეზობდნენ.

ახლა ყველაფერი შეიცვალა. იტალიურ ფეხბურთში ბევრი სკანდალია, სტადიონები მოძველდა და ბევრი პრობლემებია.

მანჩესტერ სიტი შესანიშნავი გუნდია და მის დატოვებას ახლა არ ვაპირებ, თუმცა მომავალში იტალიურ ლიგაში თამაშს არ გამოვრიცხავ” – განაცხადა ჯეკომ.

მსგავსი სიახლეები