ჯეკოს “რომაში” გაჩერება აღარ უნდა

თარიღი: იანვარი 23, 2021

“კორიერე დელო სპორტის” ცნობით, “რომას” კაპიტან ედინ ჯეკოს გუნდის მთავარ მწვრთნელ პაულუ ფონსეკასთან კონფლიქტი აქვს და გუნდის დატოვება სურს.

ბოსნიელი თავდამსხმელი იტალიის თასის მერვედფინალურ ეტაპზე “სპეციას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენეს, რის გამოც ჯეკოს პაულუ ფონსეკასთან უთანხმოება მოუვიდა. 34 წლის ფეხბურთელი არც იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში იმავე “სპეციასთან” ჩასატარებელი შეხვედრის განაცხადში შეიყვანეს.

წყაროს თანახმად, ედინ ჯეკოთი ტურინის “იუვენტუსი” და მილანის “ინტერი” არიან დაინტერესებულნი. ფეხბურთელის აგენტმა თავისი კლიენტი “ვესტ ჰემ იუნაიტედს” შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ ედინ ჯეკო “რომას” ღირსებას 2015 წლიდან იცავს. 2016-2017 წლების სეზონში ის 29 გატანილი ბურთით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მას მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 15 შეხვედრაში შვიდი გოლი აქვს გატანილი.

ედინ ჯეკოსა და “რომას” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს. სპეციალიზებული პორტალი Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას რვა მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

იოზილი, შესაძლოა, პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

უცხოურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, მესუთ იოზილს ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნების ძალიან კარგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რომამ” გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ვერ გამოიყენეს (ვ

კვირა სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა ტურინში გაიმართა, სადაც “იუვენტუსი” “რომას” დაუხვდა. შეხვედრა მასიმილიანო ალეგრის გუნდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” ჰოლანდის ალტერნატივას “ფიორენტინაში” მიაკვლია

არსებული ფინანსური კრიზისიდან გამომადინარე კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის განხორციელების იმედები დაკარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულს” ბარელას დამატება სურს

“ლივერპული” მილანის “ინტერის” შუახაზელ ნიკოლო ბარელათი დაინტერესდა. “ენფილდროუდელები” 24 წლის იტალიელი საყრდენი ნა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუჩანო სპალეტის მანქანა მოპარეს (ფოტო)

La Gazzetta dello Sport-ის მიერ მოპოვებული უახლესი ცნობების თანახმად, “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის მანქანა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოში “ინტერის” აკადემია იხსნება (ვიდეო)

მილანის “ინტერი” საქართველოში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას ხსნის. იტალიური გრანდის რიგით მეოცე აკადემია თბილისში დაფუძნდება. პროექტი [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანის” ფანები ყოველთვის მეყვარება” – ჯანლუიჯი დონარუმას პასუხი

“პარი სენ-ჟერმენის” მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ “მილანის” იმ ფანებს უპასუხა, რომლებიც მას “სან სიროზე” ესპანეთის წინ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე “ტორპედოს” ფეხბურთელია!

ლევან მჭედლიძე ამიერიდან ქუთაისის “ტორპედოს” ღირსებას დაიცავს. 31 წლის ფეხბურთელმა ქუთაისურ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დონარუმას ესპანეთთან მატჩში პირველივე წუთებიდან უსტვენდნენ (ვიდეო)

6 ოქტომბერს, უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში იტალიის ნაკრები “სან სიროზე” ესპანეთს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტონალი: “მილანს” ამ სეზონში ერთი მიზანი აქვს – “სკუდეტოს” მო

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტური ცენტრალურმა დაპირისპირებამ დახურა “მილანისა” და “ატალანტას” მონაწილეობით. შეხვედრა “როსონ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანილო: “მგონია, რომ გვარდიოლა მეუღლეს დივანზე დასვამს და ფეხბურთელივით ექცევა”

“იუვენტუსის” განაპირა მცველმა, დანილომ ყოფილ მწვრთნელებზე ისაუბრა და აქცენტი პეპ გვარდიოლას ფეხბურთისადმი დამოკიდებულებაზე გააკეთა. 30 [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ერთობა 43 წლის ჯიჯი ბუფონი “პარმაში” (ვიდეო)

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, ჯანლუიჯი ბუფონი, კარიერის მიწურულს ცხოვრებით სიამოვნებას იღებს. სოციალურ ქსელში გავრცელდა სახალისო ვიდეო, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სიმეონე: “წითელ ბარათამდე “მილანი” ჩვენზე უკეთესი იყო”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ “მილანთან” გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, მადრიდულ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიისა და არგენტინის ნაკრებები ერთმანეთში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ

იტალიისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები 2022 წლის ივნისში ამხანაგურ მატჩს გამართავენ. შეხვედრა უეფასა და კონმებოლს […]...
წაკითხვა