ჯენარო გატუზო მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთ ფეხბურთელს დააკვირდება

თარიღი: ივნისი 4, 2018

ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რომ მსოფლიო ჩემპიონატი საუკეთესო საშუალებაა საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებისა და კარიერულ დონეზე დაწინაურებისათვის. ამ მატჩებს თითქმის ყველა კლუბის სკაუტები ადევნებენ თვალს, ისევე როგორც იტალიური “მილანის” ხელმძღვანელიც.

A Bola იმ ფეხბურთელების სიას ავრცელებს, რომელსაც 40 წლის ჯენარო გატუზო დააკვირდება მუნდიალის მიმდინარეობისას. სიაში პირველ-მეორე ნომრებს რადამელ ფალკაო (კოლუმბია, “მონაკო”) და ტიმო ვერნერი (გერმანია, “ლაიფციგი”) იკავებს.

მათთან ერთად, “როსონერის” ხელმძღვანელების ინტერესთა სფეროში მარუან ფელაინი (ბელგია, “მანჩესტერ იუანიტედი”), იური ტილემანსი (ბელგია, “მონაკო”) და რუბენ დიაში (პორტუგალია, “ბენფიკა”) არის მოქცეული.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატს 14 ივნისს რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის გასამართი მატჩი გახსნის.

მსგავსი სიახლეები