ჯენარო გატუზო “ნაპოლიდან” მიდის
“ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ჯენარო გატუზო გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს.
როგორც იცით, იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში “ნაპოლის” კონკრეტული დავალება ჰქონდა – “ვერონას” დამარცხებით ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგის საგზურს ინაღდებენ, რაც ვერ შეძლეს. “ვერონასთან” მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
დე ლაურენტისი გატუზოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით დაემშვიდობა: “საყვარელო რინო, ჩემთვის სასიამოვნო იყო შენთან თანამშრომლობა არასრული ორი სეზონის მანძილზე.
მადლობას გიხდი გაწეული სამსახურისთვის. გისურვებ წარმატებებს, სადაც არ უნდა გადაწყვიტო კარიერის გაგრძელება. ვეხუტები შენს მეუღლესა და ბავშვებს.”
შეგახსენებთ, რომ გატუზომ “ნაპოლი” 2019 წლის დეკემბრის თვეში ჩაიბარა. გასულ სეზონში მისი ხელმძღვანელობით კლუბმა სერია A-ში მეშვიდე პოზიცია დაიკავა, წელს კი – მეხუთე.
Caro Rino, sono felice di aver trascorso quasi due stagioni con te. Ringraziandoti per il lavoro svolto, ti auguro successi ovunque tu vada. Un abbraccio anche a tua moglie e ai tuoi figli. Aurelio De Laurentiis
— AurelioDeLaurentiis (@ADeLaurentiis) May 23, 2021