ჯენარო გატუზო სეზონის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია
“პიზას” მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო სეზონის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია.
38 წლის სპეციალისტი “პონტედერას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში გამოვლენილი ქცევისთვის დაისაჯა. შეხვედრის მიმდინარეობისას მსაჯების მუშაობით უკმაყოფილო გატუზომ ვადაზე ადრე დატოვა მწვრთნელისთვის განკუთვნილი ტექნიკური ზონა და მატჩს გასახდელ ოთახში უცქირა.
სადისციპლინო კომიტეტმა ასევე დაადგინა, რომ ჯენარო გატუზომ არბიტრების მისამართით არაერთხელ გამოიყენა არანორმატიული ლექსიკა. მანამდე იტალიელმა სპეციალისტმა ერთ-ერთ თანაშემწეს სილაც გააწნა.
სერია C-ს მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი. “პიზა” სამივე მატჩს გატუზოს გარეშე ჩაატარებს.
გუნდს სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია უკავია და ლიდერ სპალ-ს 9 ქულით ჩამორჩება. თუ გუნდი მეორე ადგილს შეინარჩუნებს, სერია B-ში გადასასვლელად პლეი-ოფის მატჩს ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზო “პიზას” 2015 წლიდან თავკაცობს.