გატუზო: “დონარუმას დავიცავ”
“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ იტალიის თასზე “ჰელას ვერონასთან” გამარჯვების (3:0) შემდეგ ჟურნალსიტებთან ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ “ვერონასთნა” მატჩის წინ “როსონერის” ფანებმა ტრიბუნებზე ბანერი გამოფინეს: “ფსიქოლოგიური ძალადობა, 6 მილიონი წელიწადში და მუქთამჭამელი ძმის ტრანსფერი. ახლა წადი, მოთმინებასაც აქვს საზღვარი.”
“ის 18 წლის ბავშვია და ცხადია, ამ ყველაფერზე რეაქცია ჰქონდა. მე მისთვის მხოლოდ მადლობის გადახდა შემიძლია. დონარუმა თავის ასაკში მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. სახეზეც შეატყობდით, რომ ბედნიერი არ იყო. მე მას დავიცავ.
თუ კლუბი ამბობს, რომ არავის გაყიდვაზე არ ვფიქრობთ, მაშინ ამ თემაზე საერთოდ რატომ ვსაუბრობთ? ფანებს პატივს ვცემ, მაგრამ ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ ჯიჯიოს ნამდვილად არსად წასვლა არ სურს. მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ის დიდი პროფესიონალია. მას ჩემთვის არ უთქვამს, რომ გუნდის დატოვება უნდა”, – განაცხადა გატუზომ.