WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (171948) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ჯენიფერ ლოპესი: “ფეხბურთი გვაერთიანებს”

თარიღი: აპრილი 25, 2014

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა „პიტბულთან“ და ბრაზილიელ მომღერალ კლაუდია ლეიტესთან ერთად მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისათვის სიმღერა ჩაწერა, რომელსაც “We are one (Ole, Ola)” ჰქვია.

როგორც ცნობილია, ჯენიფერს ფეხბურთი საკმაოდ უყვარს და ის კრიშტიანო რონალდუს გულშემატკივარია.

„ფიფას“ ყოველკვირეულ ჟურნალში ლოპესის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც რა თქმა უნდა, ის საფეხბურთო საკითხებზე საუბრობს.

– ამერიკული ფეხბურთი თუ ფეხბურთი (soccer)?
– ორივე ძალიან მიყვარს. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს განსაკუთრებული შემართებით ველი, რადგან ტურნირის მიმდინარეობისას ბრაზილიაში სხვადასხვა ქვეყნებიდან უამრავი ადამიანი ჩამოვა. გამოდის, რომ ფეხბურთი სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს გვაერთიანებს.

– რომელია შენი საყვარელი საფეხბურთო გუნდი?
– ამ დროისთვის, მსოფლიოში არაერთი ძლიერი გუნდია, ერთის გამორჩევა კი ნამდვილად გამიჭირდება. თუმცა, როგორც ამერიკელი, ჩემი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ვგულშემატკივრობ. ძალიან მომწონს ესპანელებისა და ბრაზილიელების თამაში. მიხარია, რომ მათი ხილვის საშუალება მომეცემა.

– ყველაზე მეტად რომელი ფეხბურთელი მოგწონთ?
– კრიშტიანო რონალდუ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მას რამდენიმეჯერ შევხვდი და შემიძლია, გითხრათ, რომ ძალიან კარგი ადამიანია. ასევე, ჰოუპ სოლოს (ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ნაკრების მეკარე – ავტ.) ვგულშემატკივრობ, ის შესანიშნავი მეკარეა.

– თქვენი ფესვები პუერტო რიკოდან მოდის, ამიტომ დიდი ალბათობით, ფეხბურთი უნდა გიყვარდეთ. გითამაშიათ თუ არა როდესმე ფეხბურთი?
– მე მხოლოდ გულშემატკივარი ვარ, თუმცა ბავშვობაში ფეხბურთი მითამაშია. ახლა კი, ჩემი შვილიც ხშირად თამაშობს.

– რას აკეთებთ იმისათვის, რომ ფორმა შეინარჩუნოთ?
– ცეკვა ძალიან მიყვარს. სანამ შოუს დადგამ, ბევრი ვარჯიში და რეპეტიციაა საჭირო, ამიტომ ყოველთვის ფორმაში ვარ.

– ბრაზილიაში მომავალშიც დაბრუნდებით?
– რა თქმა უნდა, ისევ დავბრუნდები, რადგან ბრაზილია ძალიან ლამაზი ქვეყანაა.

– რომელი გუნდი მოიგებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს?
– ჩემი აზრით, საკმაოდ რთული ტურნირი იქნება, ამიტომ ფავორიტის დასახელება მიჭირს. ვნახოთ, რა მოხდება.

დიტო ჭიჭინაძე



მსგავსი სიახლეები