WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (430913) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

“ჯერ არაფერი ვიცით” – ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა?

თარიღი: ივნისი 9, 2020

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმის “დინამოს” თავდამსხმელმა ნიკოლოზ საბანაძემ, ხერხემლის ტრავმის საშიშროებიდან გამომდინარე, კარიერა დაასრულა.

აღნიშნული ინფორმაცია “დინამოს” პრესსამსახურში გადავამოწმეთ და ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.

“ჯერჯერობით არაფერი ვიცით. ხვალ გახდება დეტალები ცნობილი”,  – პრესსამსახური.

საბანაძეს ტრავმის გამო 8 თვეზე მეტი გაუცდა, თუმცა ეროვნულ ლიგის მიმდინარე სეზონში დაბრუნება მოასწრო. მას ხერხემალში თიაქარი ჰქონდა 7 მილიმეტრზე განვითარებული და ოპერაციის გაკეთების შემთხვევაში, ფეხბურთის თამაშს ვეღარ გააგრძელებდა. ამიტომ, მხოლოდ მინი ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციის პერიოდი წარმატებით განვლო.

ფეხბურთელმა კორონავირუსის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ განახლებულ ვარჯიშებშიც მიიღო მონაწილეობა.

შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილებით, ნიკოლოზმა მომავალში ჯანმრთელობის პრობლემების აცილების მიზნით, კარიერის დასრულება ამჯობინა.

ნიკოლოზს წლების განმავლობაში თბილისის “დინამოში”, “ზესტაფონში”, “სამტრედიაში”, “საბურთალოში”, “ზირაჰში”, “ტორპედოში” და “მერანში” უთამაშია.

ფოტო: FcDinamoBatumi



მსგავსი სიახლეები