ჯერარდი: “კლოპი და მე ერთმანეთს ხშირად ვეხმიანებით”
“ლოს ანჯელეს გალაქსის” ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა გაანცხადა, რომ “ლივერპულის” წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს. ინგლისელი ფეხბურთელი ამბობს, რომ მერსისაიდულ გუნდს სიცოცხლის ბოლომდე უქომაგებს.
“იურგენ კლოპი და მე ხშირად ვუგზავნით ერთმანეთს ტექსტურ შეტყობინებებს. მასსა და მთელ გუნდს წარმატებებს ვუსურვებ, თუმცა ჩემი ეს სიტყვები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სურვილი. მე “ლივერპულის” დიიდ ფანი ვარ და ვიქნები სიკვდილამდე. “ლოს ანჯელეს გალაქსის” პატივს ვცემ და მისი წარმატებისთვის ძალისხმევას არ დავიშურებ, თუმცა “ლივერპულს” არასდროს დავივიწყებ”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს “ტელეგრაფი”.