ჯერარდი: „ლივერპულმა“ 1/8 ფინალში გასვლა არ დაიმსახურა“

თარიღი: დეკემბერი 10, 2014

„ბაზელთან“ ფრედ 1:1 დასრულებული მატჩისა და ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის მიღმა დარჩენის შემდეგ სტივენ ჯერარდი ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„არა, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გასვლა არ დაგვიმსახურებია. ამის მიზეზი არა ბოლო მატჩი, არამედ სხვა შეხვედრებია. ყველაფერი ექვსი მატჩის შედეგზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, თამაშების უმეტესობა ცუდად ჩავატარეთ.

ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებენ იანვრის ცვლილებები. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემადგენლობაში ძირითადი თავდამსხმელი იყოს, რომელსაც გოლების გატანა და გუნდის პრემიერლიგის ოთხეულში დაბრუნება შეუძლია.

ეს მარიო ბალოტელისაც ეხება, რომელმაც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა აჩვენოს“, – განუცხადა ჯერარდმა ITV-ს.

მსგავსი სიახლეები