ჯერარდი “ლივერპულში” ივარჯიშებს
ინგლისელი ნახევარმცველი, დროებით, სამშობლოში ბრუნდება.
მოგეხსენებათ, სტივენ ჯერარდმა 17-წლიანი კარიერის შემდეგ გასულ ზაფხულს “ლივერპული” დატოვა და კარიერის გასაგრძელებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, სადაც “ლოს-ანჯელეს გალაქსის” ხელმძღვანელობასთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მცირე ხნის წინ ჯერარდის გუნდი MLS-ის კონფერენციის პლეი-ოფიდან გამოვარდა, სწორედ ამიტომ, მას ახლა თავისუფალი დრო აქვს და სათამაშო ფორმის შენარჩუნების მიზნით, დროებით ინგლისში დაბრუნება გადაწყვიტა.
იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ჯერარდის გადმოსვლით ძალიან ბედნიერი იქნება. თავად ფეხბურთელი კი ამბობს, რომ გერმანელ სპეციალისტთან მუშაობა შესანიშნავი იქნება: “ლივერპულის” მაისურით ვარჯიშს მოუთმენლად ველი. იმედი მაქვს, კლოპისგან რაიმე ახალს ვისწავლი”.
თუმცა, კითხვაზე, შეუერთდება თუ არა ჯერარდი მერსესაიდულ კლუბს იჯარის წესით, მან უარყოფითი პასუხი გასცა.
აღსანიშნავია, რომ ჯერარდმა MLS-ში 13 მატჩი ჩაატარა, მეტოქეთა კარი ორჯერ აიღო და ოთხი საგოლე გადაცემაც გააკეთა.