ჯერარდი: “ტორესმა გული მატკინა”

თარიღი: თებერვალი 16, 2021

“ლივერპულის” ყოფილმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა, რომელიც დღესდღეობით გლაზგოს “რეინჯერსს” წვრთნის, ის დრო გაიხსენა, როდესაც მერსისაიდულ გუნდში ფერნანდო ტორესთან ერთად თამაშობდა.

“ტორესთან ერთად საკმარისად დიდხანს არ მითამაშია, რადგან ის “ჩელსიში” გადავიდა და გული მატკინა. ლუის სუარესი ნამდვილი ცხოველი იყო, მაგრამ მე ჩემი კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ტორესთან ერთად გავატარე.

მაშინ ბევრს ვშრომობდით, რათა კონკურენტებთან ჩამორჩენა შეგვემცირებინა და ბრძოლაში ვყოფილიყავით. ვგრძნობდით, რომ პროგრესი გვქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში დიდი ფეხბურთელი წაგვართვეს. ამ დანაკლისის ამოსავსებად დიდი დრო იყო საჭირო.

ტორესთან ერთად თამაშის პერიოდში ბევრი გოლი გამქონდა, კარიერის პიკზე ვიდექი, თავს საოცრად ვგრძნობდი. მესმის, რომ ყველას განსხვავებული სიტუაცია აქვს. ადამიანებს თავიანთი ოცნებები და სურვილები აქვთ, გუნდში ყველა ადგილობრივი ვერ იქნება და ყველას ასე ვერ ეყვარება კლუბი. მე ეს მესმის და მათ არჩევანს პატივს ვცემ, მაგრამ თანაგუნდელის წასვლა მაინც გულდასაწყვეტია”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს Liverpool Echo.

შეგახსენებთ, რომ ტორესი და ჯერარდი “ენფილდზე” თანაგუნდელები 2007-დან 2011 წლამდე იყვნენ.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კანტეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველ ნგოლო კანტეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 30 წლის ფრანგი ფეხბურთელი იზოლაციაშია. ნგოლო კანტე ინგლისის [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედში” რონალდუსთან ერთად ვვარჯიშობდი, ახლა კი მე რძეს ვყიდი

რიჩარდ ეკერზლი “მანჩესტერ იუნაიტედის” აკადემიის ერთ-ერთი იმედისმომცემ ფეხბურთელად მიიჩნეოდა. 2007 წელს მას მანჩესტერელთა პირველ გუნდში [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხუან მატას “მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლა აქვს გადაწყვეტილი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელ ნახევარმცველ ხუან მატას კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. ინგლისური პრესის ცნობით, ამის მიზეზი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

FIFA 22 და სტივ ბრიუსი სენტ-მაქსიმინმაც დატროლა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში არ წყდება ხუმრობა FIFA 22-ის ახალ ვიდეოში დაფიქსირებული ერთ-ერთი ხარვეზის შესახებ – ვიდეოში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სამირ ნასრიმ კარიერა დაასრულა

ცნობილმა ფრანგმა ფეხბურთელმა სამირ ნასრიმ 34 წლის ასაკში ბუცები ლურსმანზე დაკიდა. ის ბოლოს ბელგიური “ანდერლეხტის” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანტონიო რიუდიგერს “რეალში” გადასვლა უნდა

ლონდონის “ჩელსის” მცველ ანტონიო რიუდიგერს თვალი კარისკენ უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ “ლურჯებს” გერმანელ ფეხბურთელთან შრომით...
წაკითხვა
ფეხბურთი

სალაჰმა “ლივერპულში” რეკორდი დაამყარა

ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურში “ლივერპული” “ბრენტფორდს” ესტურმა და მეტოქესთან ანგარიშით 3:3 დაზავდა. მერსისაიდელთაგან ერთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ შეასრულა ბოლო წუთებზე პენალტი ბრუნო ფერნანდეშმა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის ეგიდით “ოლდ ტრაფორდმა” “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ასტონ ვილას” დაპირისპირებას უმასპინ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტიმ” გასვლაზე ლონდონის “ჩელსი” დაამარცხა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის მეექვსე ტური ცენტრალურმა დაპირისპირებამ გახსნა ლონდონის “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” მონაწილეობით. ჩე...
წაკითხვა
ფეხბურთი

საბა ლობჟანიძის ფასი მალე გაორმაგდება!

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თურქული “ჰათაისფორის” 26 წლის შემტევი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე საუცხოო ფორმაშია და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტოტენჰემმა” ფონსეკაზე უარი მისი შემტევი სტილის გამო თქვა

პაულო ფონსეკამ პრესასთან საუბრისას დაასახელა მიზეზი, რის გამოც “ტოტენჰემთან” ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა. შეგახსენებთ, რომ [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი ავტომობილით მივიდა კრიშტიანო რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედის” ბაზაზე (ფოტ

კრიშტიანო რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედის” დღევანდელ ვარჯიშზე 250 000 ფუნტ სტერლინგად შეფასებული ბენტლით მივიდა. პორტუგალიელ ფეხბურთელს [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს დედა: “ჩემი შვილიშვილი ჯერ კიდევ მაშინ იყო მესიზე მაღალი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს დედამ დოლორეშ ავეირუმ 2017 წლის “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიაზე განვი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხამეს როდრიგესი ყატარში მიდის

ლივერპულის “ევერტონის” ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი კარიერას ყატარში გააგრძელებს. 30 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი “ალ-რაიანის” ...
წაკითხვა