WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (313557) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (4,5,6,7,8,9,10,12,13) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ჯერარდმა კარიერის უკანასკნელი მატჩი უკვე ჩაატარა?

თარიღი: ნოემბერი 7, 2016

სტივენ ჯერარდის მომავალი ბურუსითაა მოცული.

გუშინ “ლოს ანჯელეს გალაქსიმ” MLS-ის დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ ეტაპზე “კოლორადო რეპიდზის” წინააღმდეგ განმეორებითი მატჩი ჩაატარა და თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა. თავად ჯერარდი შეხვედრაში 76-ე წუთზე ჩაერთო და მატჩისშემდგომი პენალტიც გაიტანა, თუმცა მომდევნო ორი თერთმეტმეტრიანი მისმა თანაგუნდელებმა გააფუჭეს და შედეგად, “ლოს ანჯელეს გალაქსი” ტურნირს გაემოეთიშა. შესაბამისად, კლუბისთვის სეზონი დასრულებულია.

36 წლის ინგლისელ ნახევარმცველს “გალაქსისთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბრამდე აქვს და რა იქნება შემდეგ, კაცმა არ იცის. ცნობილია, რომ “ლივერპულის” თავკაც იურგენ კლოპს ჯერარდის საკუთარ შტაბში ხილვა სურს. ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, ინგლისელმა “ლივერპულში” შესაძლოა, მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციები შეასრულოს. თავად ჯერარდი ამბობს, რომ თავს ჯერ კიდევ მხნედ გრძნობს და ფეხბურთის თამაში არ მობეზრებია, თუმცა რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე საქმე ჯერჯერობით არ მისულა. ჯერარდი მზადაა, ექვსთვიანი ან 12-თვიანი წინადადებები განიხილოს, ხოლო შემოთავაზებების არქონის შემთხვევაში, ბუცებს ლურსმანზე დაკიდებს და ბედს სამწვრთნელო საქმიანობაში ცდის.



მსგავსი სიახლეები