ჯერემი სტეფენსი გიგა ჭიკაძის გამოწვევას დათანხმდა
8 ნოემბერს გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეხუთე ბრძოლა გამართა. 31 წლის ქართველი ამერიკელ ჯეიმი სიმონსს დაუპირისპირდა და მეტოქე პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. გიგა ამ ორგანიზაციაში დაუმარცხებელია.
ჭიკაძემ ამ გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ დეკემბერში მთავარ ღონისძიებაზე გამოსვლა სურს. მან ჯერემი სტეფენსი გამოიწვია, რომელიც საკუთარი წონის რეიტინგში მე-8 პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია, რომ სტეფენსმა გიგას სოციალური ქსელის საშუალებით მალევე უპასუხა და გამოწვევას დათანხმდა.
“კარგი ჩხუბი იყო, გიგა. ვიღებ გამოწვევას დეკემბრისთვის. წავედით”, – წერს სტეფენსი Twitter-ში.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ერთ ღონისძიებაზე ერთდროულად სამი ქართველი იჩხუბებს – რომან დოლიძე, მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია. იქნება თუ არა მათ ღონისძიებაზე გიგა ჭიკაძეც, ამას მალე გავიგებთ.
Nice fight @giga_chikadze I accept for December buttcheeks let’s go @ufc
— Jeremy Stephens (@LiLHeathenMMA) November 8, 2020