ჯერმეინ ჯენასი: “პოჩეტინო “მანჩესტერ იუნაიტედს” უარს ვერ ეტყვის”
ლონდონის “ტოტენჰემის” ყოფილი ფეხბურთელი ჯერმეინ ჯენასი თვლის, რომ მაურისიო პოჩეტინოს პრინციპების გათვალისწინებით, მხოლოდ ორი რეალური კლუბი არსებობს, სადაც მისი კარიერა შეიძლება გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, რომ პოჩეტინოს კანდიდატურას საკმაოდ აქტიურად განიხილავდნენ მადრიდის “რეალში” ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ, ისევე როგორც “ოლდ ტრაფორდზე”. თუმცა, ჯერჯერობით პოჩტინო “სპურსის” ერთგული რჩება, რომელსაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არავინ დაუმატებია.
“საკმაო დიდი ხანია, რაც ისინი პოჩეტინოს გადაბირებას ცდილობენ. ეს უდიდესი ტესტია. ვფიქრობ, გულის სიღრმეში, პოჩეტინოს ეს ძალიან უნდა. მხოლოდ “იუნაიტედი” და “რეალი” იქცევენ მის ყურადღებას, რამდენადაც ვხვდები.
კლოპი “ლივერპულიდან” წასვლას არ აპირებს, “ჩელსიში” რომ გადავიდეს, ყველაფერი წყალში ჩაეყრება, რაც აქ გააკეთა. “ბარსელონაში” კი, როგორც თქვა არასოდეს გადავა “ესპანიოლის” გამო.
მისთვის მხოლოდ ორი კლუბია, სადაც შეიძლება, კარიერა გააგრძელოს. ან ინგლისში დარჩება, ან ესპანეთში დაბრუნდება. თუ “იუანაიტედიდან” ჟოზე მოურინიოს გაუშვებენ, გამიკვირდება პოჩეტინოს გადაბირებას თუ არ შეეცდებიან, ის კი მათ უარს ნამდვილად ვერ ეტყვის,” – აცხადებს ჯერმეინ ჯენასი.