ჯგუფური ეტაპი კულმინაციას უახლოვდება

თარიღი: ნოემბერი 27, 2013

გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგაში დღეს გასამართი შეხვედრების პრევიუს

21:00 “ცსკა” – “ბაიერნი” 

დღის პირველი მატჩი რუსეთის დედაქალაქში გაიმართება. მატჩი რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ჩატარდება. მოსკოვში გუშნ მოთოვა. რუსებს, ევროპაში ასპარეზობის გასაგრძელებლად აუცილებლად სჭირდებათ მოგება. მათ მხოლოდ 3 ქულა აქვთ მოპოვებული და ისიც ჯგუფის აუტსაიდერ, პლზენის “ვიქტორიასთან” შეხვედრაში. “ბაიერნი” კი ერთპიროვნული ლიდერია 4 დან 4 გამარჯვებით და 12 ქულით. თუმცა მიუნხენელები ამბობენ, რომ მოედანზე მოსაგებად გავლენ. შეხვედრას ფრანგი არბიტრების ჯგუფი გაუძღვება. ანტონი გოტიერის ხელმძღვანელობით.

23:45 “ლევერკუზენი” – “მანჩესტერ იუნაიტედი” 

“ა” ჯგუფში ერმანეთს ლიდერები დაუპირიპირდებიან. ლევერკუზენელებს მოგების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადანაცვლების პერსპექტივა აქვთ და ისინი ბოლომდე ბრძოლას აპირებენ. იმის გათვალისწინებით, რომ “მანჩესტერი” წელს საკმაოდ არასტაბილურია, გერმანულ კლუბს წარმატების მიღწევის შანსი აშკარად აქვს. შეხვედრას ნორვეგიული მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, სვენ ოდვარის მეთაურობით, რომელსაც საკმაოდ ყვარებია ყვითელი ბარათების გამოყენება.

23:45 “შახტარი” –  “რეალ სოსიედადი” 

“ა” ჯგუფის მეორე შეხვედრა დონეცკში, “დონბას არენაზე” გაიმართება, სადაც “შახტარი” ესპანურ “რეალ სოსიედადს” უმასპინძლებს. სტუმრებისთვის ეს შეხვედრა უკანასკნელი შანსია, რომ მესამე ადგილი დაიკავონ. ოთხი ტურის შემდეგ, მათ მხოლოდ 1 ქულა აქვთ, რომელიც “მანჩესტერთან” საშინაო შეხვედრაში, ნულოვანი ფრის წყალობით მოიპოვეს. უკრაინელები კი შეეცდებიან მოიგონ და მეორე ადგილს შესწვდნენ. შეხვედრას პორტუგალიელი მსაჯები გაუძღვებიან, 44 წლის ოლეგარიო მანუელ ბენკუერენკას ხელმძღვანელობით.

23:45 “რეალ მადრიდი” – “გალათასარაი”

“ბ” ჯგუფის ლიდერი, მადრიდის “რეალი” თურქულ “გალათასარაის” უმასპინძლებს. კარლო ანჩელოტის შეგირდები დამაჯერებლად უსწრებენ უახლოეს მდევრებს. დღეს კი კვლავ შეეცდებიან საკუთარი გულშემატკივრების გახარებას. “გალათასარისთვის” ეს მატჩი ძალზედ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, გასულ ტურში “კოპენჰაგენთან” მარცხის შემდეგ.  ჯერ-ჯერობით გაუგებარია, თუ რომელი გუნდი შესძლებს ამ ჯგუფში მეორე ადგილის მოპოვებას. ასე რომ, დროგბა და კომპანია ბრძოლას გვპირდებიან. შეხვედრის მთავარი მსაჯი, შოტლანდიელი უილიამ კოლამი იქნება, რომელსაც საკუთარი თანამემამულები დაეხმარებიან.

23:45 “იუვენტუსი” – “კოპენჰაგენი” 

დღეს “იუვეს” შესანიშნავი შანსი აქვს, რომ მეორე ადგილზე გადაინაცვლოს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ “გალათასარაიმ” შესძლოს მადრიდიდან სამი ქულის წამოღება, შესაბამისად ტურინელებს აუცილებლად სჭირდება “კოპენჰაგენის” დამარცხება საკუთარ საშინაო არენაზე. შეგახსენებთ, რომ იტალიურ გრანდს გასულ ოთხ ტურში ჯერ-ჯერობით არ მოუგია. შეხვედრის მთავარი არბიტრი, შვედი იონას ერიქსონია.

23:45 “ანდერლეხტი” – “ბენფიკა”

“ც” ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში “ბენფიკა” ბრიუსელს ეწვევა და “კონსტანტ ვანდენ სტოკის” მინდორზე “ანდერლეხტს” დაუპირისპირდება. მასპინძლები წაგების შემთხვევაში ეთიშებიან ევროპის საკლუბო ტურნირებს, შესაბამისად დღეს დიდი ბრძოლას უნდა ველოდოთ.  “ბენფიკას” კი მოგების შემთხვევაში “ოლიმპიაკოსის” დაწევის შანსი აქვს. მატჩს იტალიელი მსაჯები მოემსახურებიან, საკმაოდ პრინციპული დანიელე ორსატოს ხელმძღვანელობით.

23:45 “პსჟ” – “ოლიმპიაკოსი”

პარიზში ბერძნული “ოლიმპიაკოსი” ჩადის. “სენ ჟერმენი” შესანიშნავ სეზონს ატარებს, და დღესაც მოსაგებად გავა მოედანზე. ლორან ბლანის შეგირდებს 19 მატჩიანი წაუგებელი სერი აქვთ ყველა ტურნირში. მატჩს შოტლანდიური ბრიგადა განსჯის კრეიგ ალექსანდერ ტომსონის მეთაურობით.

23:45 “მანჩესტერ სიტი” – “ვიქტორია პლზენი”

და ჩვენი პრევიუს უკანასკნელი შეხვედრა, სადაც აშკარა ფავორიტი მასპინძელთა გუნდია. შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის “სიტის” ცხრა ქულა აქვს და “დ” ჯგუფში მეორე პოზიციაზე იმყოფება. ჩეხურ “ვიქტორიას” კი ყველა მატჩი აქვს წაგებული. ეს გუნდი აშკარად ერთ-ერთი ყველაზე სუსტია ლიგის წლევანდელ გათამაშებაში. “ეტიჰადზე” გასამართ დაპირისპირებას თურქი არბიტრებ განსჯიან ფირატ აიდინუსის ხელმძღვანელობით

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ცნობილია მესამე ევროტურნირის სახელწოდება

ცნობილი გახდა მესამე ევროტურნირის სახელწოდება, რომელმაც სტარტი 2021-2022 წლების სეზონიდან უნდა აიღოს. გერმანული გამოცემა “ბილდი” […...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დორტმუნდის” ოფიციალური გვერდის პოსტი სოციალურ ქსელში “ბარსელონასთანR

გუშინ, მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. F ჯგუფში ერთმანეთთან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“შეაგინოს ბარემ” – “სლავიას” წარმომადგენლების რეაქცია, როცა

29 აგვისტოს, მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. F ჯგუფში “ბარსელონა”, “დორტმუნდი”, “ინტერი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა

დღეს, მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. A ჯგუფი “პარი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფამ წლის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა

დღეს, 29 აგვისტოს მონაკოში უეფას წლის საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციემბში [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა?

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის, ჯგუფური ეტაპი სტარტს სულ მალე აიღებს. უკვე ცნობილია, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ოლიმპიაკოსი”, “ცრვენა ზვეზდა” და “დინამო ზაგრები” ჩემ

27 აგვისტოს ცნობილი გახდა იმ პირველი სამი კლუბის ვინაობა, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფას სტამბოლში დოკუმენტი დარჩა და წლის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა ცნობილი ხდება

ვადაზე ადრე გახდა ცნობილი, თუ ვის დაასახელებს უეფა გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ. როგორც ირკვევა, ევროპული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულმა” სტამბოლში ისევ გაიმარჯვა – კლოპის გუნდს უეფას სუპერთასი მოი

14 აგვისტოს თურქეთის ქალაქმა სტამბოლმა 2019 წლის უეფას სუპერთასის მატჩს უმასპინძლა. თურქეთში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საფეხბურთო სცენარი “საბურთალომ” ვერ შეცვალა – ჩემპიონმა ზაგრების ბარიერი

საქართველოს ჩემპიონმა თბილისის “საბურთალომ” ზაგრების “დინამოს” განმეორებით შეხვედრაშიც მე-2 ტაიმში ვერ გაუწია სათანადო წინააღმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჭიაბრიშვილი: “დავინახე, რომ ქართველებზე მაგრად ფეხბურთის თამაში დედამიწაზე ძალიან ცო

“საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა, გია ჭიბრიშვილმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების “დინამოსთან” გამართული ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნენად ბელიცა: “ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ”

ზაგრების “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, ნენად ბელიცამ “საბურთალოს” წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა....
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალო” – ზაგრების “დინამო” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის “საბურთალო” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნენად ბელიცა: “ჩვენ ნებისმიერ გუნდთან გამარჯვებას ვცდილობთ”

ზაგრების “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, ნენად ბელიცამ “საბურთალოსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე თბილისში პრესკონფერენცია გამართა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცნობილია – ვის შეხვდება “საბურთალო” მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. გაირკვა, რომ თუ […]...
წაკითხვა