ჯიბრილ სისეს კარიერის განახლება სურს

თარიღი: მაისი 23, 2020

ცნობილ ფრანგ ფეხბურთელ ჯიბრილ სისეს მოთამაშის კარიერის განახლება სურს. ამის შესახებ 38 წლის ფორვარდმა კიდევ ერთხელ განაცხადა.

“გოლების გამტანი კაცი ვარ, მიყვარს ციფრები. საფრანგეთის ჩემპიონატში 96 ბურთი მაქვს გატანილი. ასამდე ოთხი გოლი დამრჩა და სანამ მოვკვდები, ეს უნდა გავაკეთო.

მუდამ ამაზე ვფიქრობ. ხალხი ამბობს, რომ მშვენიერი კარიერა მქონდა, ბევრი ტიტული მოვიგე, მაგრამ ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ ას გოლამდე ვერ ავედი. ვფიქრობ, ახლა შესაფერისი მომენტია იმისთვის, რომ ეს ხარვეზი აღმოვფხვრა.

საქმე ფულში კი არ არის. ეს ოცნებაა, რომელიც უნდა ავისრულო, რათა ჩემი კარიერით ასი პროცენტით კმაყოფილი ვიყო. ჯერჯერობით შემოთავაზება არ მქონია, მაგრამ ეს ნორმალურია. კლუბები ახლა თავიანთ ფეხბურთელებზე არიან ორიენტირებულნი”, – უთხრა სისემ “სქაი სპორტსს”.

38 წლის თავდამსხმელს კარიერის განმავლობაში არაერთი კლუბის რიგებში უთამაშია, მათ შორის “ოსერში”, “ლივერპულში”, “მარსელში”, “პანათინაიკოსში”, რომის “ლაციოში” და სხვა.

შეგახსენებთ, რომ ჯიბრილ სისემ პროფესიული კარიერა პირველად 2015 წლის ოქტომბერში დაასრულა, მაგრამ 2016 წელს “ოსერის” რიგებში ჩაირიცხა. 2017 წლის თებერვალში ფრანგმა ფეხბურთელმა ხელმეორედ დაკიდა ბუცები ლურსმანზე, თუმცა – მხოლოდ რამდენიმე თვით. იმავე წლის ივლისის თვეში ფრანგი ფორვარდი შვეიცარიის მესამე დივიზიონის ბინადარ “ივერდონს” შეუერთდა, მომდევნო წელს კი იტალიურ “ვინჩენცაში” ჩაირიცხა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

სასულიერო პირმა მატჩის წინ მოსკოვის “ლოკომოტივის” კარი აკურთხა (ვიდეო)

12 ივლისს, რუსეთის პრემიერ ლიგაში მოსკოვის “ლოკომოტივმა” საკუთარ მოედანზე “უფა” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძე უნგრულ “ფეჰერვარში” გადავიდა

26 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე კარიერას უნგრულ “ფეჰერვარში” გააგრძელებს. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა. “ფეჰერვარიR...
წაკითხვა
ფეხბურთი

“აიაქსის” სტადიონზე რესტორანი მოეწყო (ფოტო)

ამსტერდამის “აიაქსის” სტადიონზე სიახლეა. ამიერიდან “იოჰან კრუიფ არენაზე” უკვე ვახშმის შეკვეთაა შესაძლებელი, პირდაპირ მინდვრის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვარჯიშისას 16 წლის მეკარეს ელვამ დაარტყა (ვიდეო)

რუსული კლუბის, “ზნამია ტრუდას” ვარჯიშზე, 16 წლის მეკარე ივან ზაბოროსკოვს ელვამ დაარტყა. აღნიშნული ვიდეოკადრები თავად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალის” ყოფილ თავკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

მადრიდის “რეალის” ყოფილი თავკაცის, ვანდერლეი ლუშემბურგოს ტესტმა კორონავირუსულ ინფექციაზე დადებითი პასუხი აჩვენა. ამის შესახებ ბრაზილიელმა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარიერას სნეიდერიც განაახლებს?

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა უესლი სნეიდერმა შესაძლოა, პროფესიული კარიერა განაახლოს. Diario AS იუწყება, რომ 36 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მილან ბაროშმა კარიერა დაასრულა

ცნობილმა ჩეხმა ფეხბურთელმა მილან ბაროშმა 38 წლის ასაკში პროფესიული კარიერა დაასრულა. ბაროშს ბოლო პერიოდში აქილევსის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანიაში ფანებს, რომლებიც დისტანციას არ იცავდნენ, ხელკეტებით სცემეს (ვიდეო)

პირველ ივლისს დანიის თასის ფინალური შეხვედრა შედგა “ოლბორგსა” და “სონდერიისკეს” შორის, რომელიც ამ უკანასკნელის ორბურთიანი [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოჩეტინომ “ბენფიკა” იუარა

ორი დღის წინ ლისაბონის “ბენფიკამ” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბრუნუ ლაჟე გაათავისუფლა. პორტუგალიური კლუბის ხელმძღვანელები მეორე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოსტა რიკელი ფეხბურთელის საშინელი ტრავმა და მოგებული ჩემპიონატი (ვიდეო)

30 ივნისს, კოსტა რიკის ჩემპიონატის ბოლო ტურში “დეპორტივო საპრისამ” საკუთარ მოედანზე “ალახუელენსე” მიიღო და მინიმალური [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

არიენ რობენმა მოთამაშის კარიერა განაახლა

ნიდერლანდების ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა ფეხბურთელმა არიენ რობენმა პროფესიული კარიერა განაახლა. 36 წლის გარემარბმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტევესი წლის ბოლომდე ხელფასს საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადარიცხავს

არგენტინელი თავდამსხმელი, კარლოს ტევესი, ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “ბოკა ხუნიორსთან” კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნიდერლანდებში ფანებს სიმღერას აუკრძალავენ

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ, ფეხბურთის გულშემატკივრებს 2019/20 წლების სეზონის ჩაშლის შემდეგ ორი ამბავი ამცნო – […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

16 წლის მეკარემ სადებიუტო მატჩში სამი პენალტი მოიგერია და გუნდი ფინალში გაიყვანა (ვიდეო)

16 წლის პავლო ისენკო “ვორსკლას” გმირია. ახალგაზრდა უკრაინელმა მეკარემ უკრაინის თასის ნახევარფინალში, პენალტების სერიაში სამი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საოცარი გოლი ავსტრიის ჩემპიონატში (ვიდეო)

“რაპიდი” – “სალსბურგი” 2:7 ზლატკო იუნუზოვიჩის გოლი იხილეთ ვიდეო Do yourself a favour and check […]...
წაკითხვა