ჯიჯი ბუფონი ჩემპიონთა ლიგის ტიტულს უმიზნებს
ტურინის “იუვენტუსის” იტალიელი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი წაგებული ორი ფინალის შემდეგ (“მილანთან” 2003-ში და “ბარსელონასთან” 2015-ში), ჩემპიონთა ლიგის მოგებას მიმდინარე სეზონში აპირებს.
“ძალიან გვინდა 2015-ში წაგებული ფინალისთვის შური ვიძიოთ. მაგრამ, მე 2003 წელს, მანჩესტერში განცდილი მარცხი დღემდე თან დამყვება და ეს კიდევ უფრო მოტივირებულს მხდის.
2015 წელს, ძალიან დაძაბულ დაპირისპირებაში დავმარცხდით. გოლები კონტრ-იერიშებიდან გავუშვით: მესიმ უძლიერესად დაარტყა, მე მოვიგერიე, ბურთი კი სუარესს მიუვიდა, რომელმაც ადვილად გაიტანა.
2003 წელს განცდილი მარცხი კი ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ მაშინ მხოლოდ 25 წლის ვიყავი და იმედი მქონდა, რომ მომავალში ბევრჯერ მოვიგებდი ამ ტიტულს. ახლა კი ახალგაზრდობის წლები წარსულ ჩაბარდა,” – აცხადებს ლეგენდარული იტალიელი მეკარე.