ჯიჯი ბუფონი: “კასილასის გარეშე ესპანეთის ნაკრები უცნაურად გამოიყურება”
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ვეტერანმა მეკარემ თავის მომდევნო მეტოქეზე (ესპანეთის ნაკრები) საუბრისას იკერ კასილასზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი უკვე დაკარგა.
“ესპანეთის ნაკრები იკერ კასილასის გარეშე უცნაურად გამოიყურება. ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ ვადა უკვე გაგვდის.
ჩვენ კარიერის დასასრულს მივაღწიეთ, ეს ბუნებრივი და ნორმალურია. ფეხბურთში დარჩენას მანამდე ვაპირებ, სანამ ამით სიამოვნების მიღებას შევძლებ. არ მინდა მომავალში რაიმე ვინანო, ამასთანავე ვიცი, რომ პროგრესირება ჯერ კიდევ შემიძლია.” – განაცხადა ჯიჯიმ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მადრიდის “რეალის” ლეგენდამ, რომელიც ამჟამად “პორტოს” ღირსებას იცავს, გასულ კვირას 1020-ე ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რითიც ის ანდონი სუბისარეტას გაუთანაბრდა.