ჯინი ვეინალდუმი: “კლოპი გასახდელში რონალდუს საცვლებით შემოვიდა”
ჯინი ვეინალდუმმა პრესასთან საუბრისას საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც “ლივერპულის” გერმანელი სპეციალისტი კრიშტიანუ რონალდუს ფირმის საცვლებში გამოვიდა გუნდისთვის ბოლო დარიგებების მისაცემად.
ჰოლანდიელი ფეხბურთელის ცნობით, 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ზეწოლის გასაქარწყლებლად კლოპი გასახდელში ამ საცვლებით შევიდა, რამაც გუნდში განწყობა აშკარად აამაღლა.
“მთელმა გუნდმა ვნახეთ, რომ კლოპი კრიშტიანუ რონალდუს საცვლებს ატარებდა. გასახდელში ამ საცვლებში ჩატანიებული მაისურით ჩაატარა. მთელი გასახდელი იატაკზე იწვა და იცინოდა, როდესაც ის ვნახეთ.
ამან ყინული ნამდვილად გაგვილღო. ასეთ დროს ყველა კონცენტრირებული და სერიოზულ განწყობაზეა. მან კი ნამდვილად გაგვამხიარულა.
კლოპი სულ ასე ხუმრობს. როდესაც ხედავ, რომ შენი მწვრთნელი ასეთი დარწმუნებულია გუნდში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენზე მოქმედებს. ის ჩვენთვის მამასავითაა. შეუძლია ყველანაირი ზეწოლა განმუხტოს,” – აცხადებს ვეინალდუმი.