ჯო ალენი: “ორი ქულა დავკარგეთ, რაშიც ჩვენი თავი უნდა დავადანაშაულოთ”
“სტოკ სიტის” უელსელმა ნახევარმცველმა, ჯო ალენმა უკმაყოფილება გამოთქვა დღევანდელი მატჩის გამო, რომელშიც “სტოკმა” “ლესტერთან” ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა.
“ფაქტი სახეზეა, ორი ქულა დავკარგეთ. 10-კაციანი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით, მატჩსაც ვაკონტროლებდით, თუმცა სასურველი შედეგი მაინც ვერ მივიღეთ.
ორი ქულა გავანიავეთ, რაშიც ჩვენი თავი უნდა დავადანაშაულოთ. ეს ძალიან მტკივნეულია. 10-კაციან გუნდთან, ორბურთიანი უპირატესობის ქონისას, შესაძლოა ერთი გოლი გაუშვა, მაგრამ ორის გაშვება – საშინელებაა.
25 წუთის შემდეგ მეგონა, რომ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც ჩვენ გვინდოდა და მესამესაც გავიტანდით, თუმცა ასე არ მოხდა.
ისიც აღსანიშნავია, რომ “ლესტერმა” ბოლომდე იბრძოლა, რაც ნამდვილად დასაფასებელია.” – განაცხადა ჯო ალენმა, რომლის გუნდიც 21 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.