იოახიმ ლიოვი: “მთავარია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ”
საქართველოსა და გერმანიის დაპირისპირების დასრულების (0:2) შემდეგ შეხვედრა “ბუნდესთიმის” მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა და ფეხბურთელმა მატს ჰუმელსმა შეაფასეს.
იოახიმ ლიოვი: “პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ, მეორე ნახევარში კი მეტოქემ თამაში გაგვირთულა. მიუხედავად ამისა, ბურთს მაინც ვაკონტროლებდით და სასურველი სამი ქულა მოვიპოვეთ. მოედანზე გულშემატკივართა შემოსვლა ხელს გვიშლის და სახიფათოა. უკეთესი იქნება, თუ ამის თავიდან არიდებას მოვახერხებთ.
საქართველოს ნაკრების მომავალი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ ბევრს ვერაფერს ვიტყვი.”
მატს ჰუმელსი: “თამაშს ვაკონტროლებდით და მეტოქეს შანსი ფაქტობრივად არ მივეცით. შეხვედრა ჩვენი კარნახით წარიმართა და საბოლოოდ, დამსახურებულადაც მოვიგეთ. ჩემი აზრთ გულშემატკივრები, რომლებიც მოედანზე შემოდიან, უნდა დაისაჯონ.”