ჯოი ბარტონი: “ეს საქციელი მეტოქის გასაძევებლად არ ჩამიდენია”
“ბარნლის” ნახევარმცველმა ჯოი ბარტონმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის გათამაშებაზე “ლინკოლნ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (0:1) განვითარებულ ეპიზოდზე კომენტარი გააკეთა.
სტანდარტულის შესრულებამდე ბაროტნმა საჯარიმოში მეტოქის თავდამსხმელ მეთიუ რიდს ფეხი დააბიჯა, თუმცა ამ უკანასკნელმა მისი საქციელი განსაკუთრებული რეაქციის გარეშე დატოვა. რამდენიმე წამის შემდეგ ბარტონი რიდის ზურგიდან გამოხტა, მის გაშვერილ ხელს თავით მოარტყა და ძირს დაეცა.
“არ ვცდილობდი, რომ ეს ბრგე კაცი გაეძევებინათ. ჩემი საქმე იყო, რომ მის წინ ვმდგარიყავი და მისთვის მხედველობის არეალი შემეზღუდა. ვცდილობდი, რომ მისი მკლავის ქვეშ გავმძვრალიყავი, მაგრამ მან ხელი უკან გაწია და თავში მომარტყა. კონტაქტური ეპიზოდები თამაშის ნაწილია და პრობლემა არ მაქვს, განსხვავებით მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისგან. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ წაქცეულს დაარტყეს, მეორემ კი ნახტომის დროს ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს მასაც მოარტყეს. რაც არ უნდა იყოს, მეტოქემ კარგად ორგანიზებული თამაში აჩვენა, ეს სათასო მატჩი იყო და მათ მომდევნო ეტაპზე წარმატებას ვუსურვებ”, – აღნიშნა ბარტონმა.