ჯოკოვიჩის ბაბუა კრიტიკაზე: “ნოვაკი სერბია, ნადალსა და ფედერერს აღიზიანებს”
მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, კრიტიკისგან ბაბუამ დაიცვა. შეგახსენებთ, რომ სერბმა ფეხბურთელმა ხორვატიაში ტურნირი გამართა, სადაც სოციალური დისტანცირების წესები არ იყო დაცული.
Adria Tour-ის დასრულების შემდეგ ჯოკოვიჩსა და მის მეუღლეს კოვიდ-19 დაუდასტურდათ. ყოველივე ამან საზოგადოებაში დიდი მღელვარება გამოიწვია, რის თანმდევ პროცესად მსოფლიოს პირველი ჩოგანის კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარება იქცა.
“ტურნირი ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა. გამორიცხულია, რომ ნოვაკი კორონავირუსით იქ დაინფიცირებულიყო. მეც იქ ვიყავი და არ დავინფიცირებულვარ. რა თქმა უნდა, შემეშინდა ნოვაკის ამბავი როდესაც შევიტყვე. თუმცა ვიცოდი, რომ ის საკმაოდ ძლიერი იყო და ამასაც გაუმკლავდებოდა.
ვიცი, რატომ აკრიტიკებენ მას გამუდმებით. ეს ბინძური აზრებია. ერთადერთი მიზეზი, რაც მაფიქრდება არის ის, რომ ნოვაკი სერბია და ბევრმა არც იცის, სად მდებარეობს სერბეთი და ბელგრადი.
ის ყველა იმ ადამიანს სჯობს, ვინც მას შეურაცხყოფას აყენებს. ყველაფერი აიხსნება იმით, რომ ჯოკოვიჩი აღიზიანებს ნადალს, ფედერერს და იმ ოც ჩოგბურთელს, რომლებიც რეიტინგში მის ქვემოთ იმყოფებიან. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, ყველაფერი უნდა დავაიგნორო,” – აცხადებს ზდენკო ზაგარი.