ჯონ ჯონსი ნიუ მექსიკოს პოლიციამ დააპატიმრა
ნიუ მექსიკოს პოლიციამ შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი ჯონ ჯონსი დააპატიმრა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველა TMZ-მ გაავრცელა.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, პოლიციამ ალბუკერკეში გასროლის შესახებ ღამის პირველ საათზე მიიღო ინფორმაცია. ადგილზე მისვლისას კი ჯონ ჯონსის მანქანას მიაკვლიეს.
თავად მებრძოლი კანონდარღვევის ფაქტს უარყოფდა, თუმცა ტესტმა აჩვენა, რომ ის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჩხრეკისას ჯონსის მანქანაში პოლიციამ იარაღი და მძღოლის სავარძლის უკან დაგდებული ტეკილას ნახევრას სავსე ბოთლი აღმოაჩინა.
წყაროს ცნობით ჯონსი უკვე გათავისუფლებულია და სასამართლოზე მისი პროცესი 9 აპრილსაა ჩანიშნული.
ჯონსი მსგავსი დარღვევების გამო აქამდეც დაუსჯიათ. UFC-ის ცოცხალი ლეგენდა ადრეც გამოუჭერიათ ნასვამ მდგომარეობაში მანქანის ტარებისას. გარდა ამისა, ამერიკელ მებრძოლს 2015 წელს ნარკოტიკების მოხმარების გამო ის UFC-ის ხელმძღვანელებმა გარკვეული ვადით დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.