ჯონ სტოუნზი: “ინგლისის ნაკრების კაპიტნობაზე ვოცნებობ”
“მანჩესტერ სიტის” ინგლისელი მცველი, ჯონ სტოუნზი, რომელსაც 11 მატჩში აქვს ინგლისის ნაკრების მაისური მორგებული, აღიარებს, რომ ის ინგლისის ნაკრების კაპიტნობაზე ოცნებობს.
“ახლა ამაზე არ ვფიქრობ – უბრალოდ საკლუბო დონეზე ფეხბურთის თამაშითა და ნაკრების მაისურით მოედანზე გასვლით სიამოვნებას ვიღებ. მაგრამ თუ ეს მოხდება, ნამდვილად ფანტასტიკური რამ იქნება.
ყველა ბავშვი ოცნებობს საკუთარი ნაკრების კაპიტნობაზე. არც მე ვარ განსხვავებული. ასე რომ, თუ ეს მოხდება, სიხარულით ცას ვეწევი. თუმცა ვიმეორებ, რომ ამაზე ბევრს არ ვფიქრობ.
ჩემთვის ისიც დიდი პატივია, ინგლისის ნაკრებში რომ მიძახებენ, ამითაც ბედნიერი ვარ.” – განაცხადა სტოუნზმა.