ჯონ ტერი: “ჩელსისთან” კონტრაქტს აღარ გავახანგძლივებ”
ლონდონის “ჩელსის” კაპიტანი ჯონ ტერი აცხადებს, რომ ის კლუბთან კონტრაქტს აღარ გაახანგძლივებს.
შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს, ინგლისის ასოციაციის თასზე, “ჩელსიმ” “მილტონ კინს დონსი” ანგარიშით 5:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ კი ტერიმ თავის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა.
“ჩელსისთან” ჩემი კონტრაქტი აღარ გახანგძლივდება. ასოციაციის თასზე ბოლოჯერ ვთამაშობ და მინდა, ყველაფერი კარგად დასრულდეს. “არსენალთან” გამართულ მატჩამდე ხელმძღვანებლობას შევხვდი. მათ მითხრეს, რომ როცა ახალი მწვრთნელი მოვა, სიტუაცია შეიცვლება.
კარიერის დასრულებას “ჩელსიში” არ ვაპირებ. სადაც არ უნდა წავიდე, ჩემი მიდგომა არ შეიცვლება – ბოლომდე დავიხარჯები და შევეცდები გუნდს წარმატება მოვუტანო.
რა თქმა უნდა, დარჩენა მსურდა, მაგრამ კლუბმა სხვა მიმართულება აირჩია. “ჩელსის” ყოველთვის ვუგულშემატკივრებ. ამრიგად, “არისტოკრატებში” ბოლო წელს ვატარებ და მინდა, რომ საუკეთესოთა რიგებში ვიყოთ”, – ციტირებს ტერის სიტყვებს Sky Sports-ი.