ჯონ ტერი: “ჩემი ოცნება “ჩელსის” მწვრთნელობაა”
ინგლისის პრემიერშიფის ბინადარ “ასტონ ვილაში” ახლახან გადაბარგებულმა ჯონ ტერიმ აღიარა, რომ ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელად მუშაობაზე ოცნებობს.
“დიახ, ეს ჩემი ოცნებაა. ფრენკ ლამპარდთან ამ საკითხზე საუბარი მქონდა. ზედმეტად დიდი ოცნებაა? ასეთი რამ არ არსებობს. ყოველთვის მინდოდა, რომ საუკეთესო ვყოფილიყავი და სამწვრთნელო საქმეშიც საუკეთესო “ჩელსის” თავკაცობა იქნება. ეს მართლაც საოცარი მოვლენა იქნებოდა, მაგრამ ისიც მესმის, რომ “ჩელსი” არ არის ის ადგილი, სადაც ახალბედები მიდიან.
სიმართლე რომ გითხრათ, “ჩელსის” წინააღმდეგ თამაში ჩემთვის მიუღებელი იქნებოდა. ამდენი ხნის შემდეგ გუნდი დავტოვე, რაც ძალზედ ემოციური მომენტი იყო. პრემიერლიგიდან ბევრი შემოთავაზება მქონდა, კვლავ შემეძლო უმაღლეს დონეზე ასპარეზობა, მაგრამ “ჩელსის” წინააღმდეგ თამაში ჩემთვის მისაღები არ იქნებოდა და ამ წინადადებებზე უარი ადვილად ვთქვი”, – ციტირებს ტერის სიტყვებს “ინდეპენდენტი”.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის ჯონ ტერიმ “ასტონ ვილასთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.