ჯონ ტერი ტრავმირებულია
ვეტერანი მცველი უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრაში დაშავდა.
მოგეხსენებათ, თელ-ავივის “მაკაბის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრის 72-ე წუთზე, მეტოქესთან ორთაბრძოლის შემდეგ ჯონ ტერი მოედანზე ცუდად დაეცა, რის გამოც იძულებული გახდა, მოედანი საკაცით დაეტოვებინა.
მატჩის დასრულების შემდეგ ჟოზე მოურინიომ გუნდის კაპიტნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
“ბუნებრივია, “ტოტენჰემთან” გასამართ შეხვედრაში ტერის მონაწილეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არ მინდა რაიმის წინასწარ თქმა, სანამ ჯონი სამედიცინო შემოწმებას ლონდონში არ გაივლის, მაგრამ ჩემი აზრით, მას მომდევნო თამაშის გამოტოვება მოუწევს”, – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
ამრიგად, მოსალოდნელია, რომ ტერი თავის გუნდს ინგლისის პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში, “ტოტენჰემთან” გასამართ ლონდონურ დერბიში დააკლდება.