ჯონ ტერის ჩინეთში ეპატიჟებიან
ლონდონის “ჩელსის” ინგლისელი კაპიტანი, ჯონ ტერი ჩინური კლუბის, “შანხაი შენჰუას” ინტერესთა სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას Standard Sport ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვეტერანი მცველი, რომელიც ამ სეზონში ტრავმებმა დატანჯა, ჩინეთში 2016/17 წლების სეზონის დასრულებისთანავე გადაბარგდება.
ამ ტრანსფერისთვის ხელის შეშლა მხოლოდ ანტონიო კონტეს შეუძლია, რომელიც ჯერჯერობით არაფერს აკეთებს იმისათვვის, რომ ტერის ერთწლიანი კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ 35 წლის ინგლისელ ფეხბურთელს მთხოვნელები თურქეთიდანაც ჰყავს და ამერიკული MLS-დანაც. შესაძლოა, ტერი ზაფხულს არც დაელოდოს და ლონდონის ზამთარშივე დატოვოს.