ჯონ ტერის, შესაძლოა, მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი კლუბი ჩააბარონ
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail ჯონ ტერის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი კლუბის ჩაბარებას უწინასწარმეტყველებს. როგორც ცნობილი ხდება, ინგლისელ სპეციალისტის კანდიდატურა “ბორნმუთის” თავკაცის პოსტზე განიხილება.
“ალუბლები” ჯეისონ ტინდალის მეთაურობით საშინლად გამოიყურებოდნენ – ჩემპიონშიფის ბოლო რვა მატჩში “ბორნმუთმა” მხოლოდ ერთის მოგება შეძლო და ახლა სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებენ. გასაკვირი არ არის, რომ ამ შედეგების ფონზე კლუბმა ტინდალი დაითხოვა.
“ბორნმუთის” ფინანსური მდგომარეობა კლუბს საშუალებას არ აძლევს მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი მოიყვანოს. ამიტომაც კლუბის ხელმძღვანელები თვლიან, რომ “ასტონ ვილაში” დამხმარე მწვრთნელად მომუშავე ტერი დიდი სიამოვნებით დათანხმდება მათ შეთავაზებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ “ბორნმუთის” სახელთან ასევე აკავშირებენ პატრიკ ვიეირასაც. “არსენალის” ლეგენდა გასული წლის დეკემბერში “ნიცას” ხელმძღვანელობამ გაანთავისუფლა და ახლა უმუშევარი გახლავთ.