ჯონ ტოშაკი: “ბეილის ტრავმები შესაძლოა, მარჯვენა ფლანგზე თამაშს დავაბრალოთ”
მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, გარეთ ბეილი ხშირად ტრავმიანობს. მას წინა სეზონი, ფაქტობრივად, გაუცდა. უელსელი ვერც მიმდინარე შემოდგომაზე იყო მწყობრში. ტრავმის მოშუშების შედმეგ კი, მან ახალი დაზიანება მიიღო და სანაკრებო შეხვედრებიც (ერთ-ერთი საქართველოსთან) გამოტოვა.
“ბლანკოსისა” და უელსის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ჯონ ტოშაკმა თავისი ყოფილი შეგირდის ხშირ ტრავმიანობაზე ისაუბრა.
“ცოტა ხნის წინ გარეთს ვესაუბრე. მან მარჯვენა ფლანგზე თამაშის სპეციფიკაზე გაამახვილა ყურადღება. ბეილი მარცხენა ფეხის გარე ნაწილით იღებს ბურთს. ის ყოველთვის იყო მოთამაშე, რომელიც მარცხენა ფლანგზე ირჯებოდა. მას “რეალამდე” არასდროს უასპარეზია საპირისპირო მხარეს. გარეთი თავდაპირველად მარცხენა მცველის პოზიციაზე გამოდიოდა. გინახავთ მალდინის, კარლოსს ან ფაკეტის საპირისპირო ფლანგზე ეთამაშოთ? ფაქტია, რომ ეს პოზიცია ბეილისთვის არც ისე მოსახერხებელია. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ეს ტრავმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია,” – აცხადებს 68 წლის უელსელი.