ჯონსი მოიესზე საუბრობს
მოიესი რამდენიმე დღის წინ განთავისუფლდა დაკავებული პოსტიდან და ამ პერიოდში იყო მუდმივი საუბრები, რომ ფეხბურთელები შეგნებულად არ ასრულებდნენ შოტლანდიელის მითითებებს.
თუმცა ფილ ჯონსი ამ ყველაფერს უარყოფს და საუბრობს, რომ ის და მისი თანაგუნდელები ყველაფერს აკეთებდნენ მოედანზე, რადგან მათ ჰქონდათ პასუხისმგებლობა.
“ეს არასდროს მომხდარა. ფეხბურთელები არ გადიოდნენ მოედანზე წასაგებად. ყველა გადიოდა იმისთვის, რომ მოეგო თამაში და ეს საუბრები მტკივნეულია” – განაცხადა ინგლისელმა მცველმა.
მიუხედავად ამისა ჯონსი ოპტიმისტურადაა განწყობილი: “ეს არ მომხდარა რაღაც მიზეზის გამო, თუმცა აუცილებელია დარჩენილი თამაშები ჩავატაროთ ძალიან კარგად”
“ის ნამდვილად სასიამოვნო კაცია და მე მინდა ვუსურვო მას ყველაფერი საუკეთესო, ჩვენ ვწუხვართ, რომ მან დაკარგა სამსახური და ჩვენ ვერ ვაჩვენეთ კარგი შედეგი, თუმცა რას ვიზამთ ეს ფეხბურთია” – დაასრულა ფილ ჯონსმა.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/